ბალი სულ სხვაა!..

RSS-არხი
  • მთავარი გვერდი
  • მომსახურება
  • ტარიფები
  • კლუბები
  • ფოტოები
  • კითხვა-პასუხი

სერვისები

  • სერვისები
  • ბალი-ბარათი
  • დამატებითი
  • პირობები
  • წესები
  • სად გახდე ბალი

სერვისი #1. ბალი - საქართველო


ამ სერვისის გააქტიურებით საშუალება გაქვს დარეკო საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ანუ მობილური ოპერატორების და ქალაქის ნომრებზე.
გააქტიურება:
მობილურზე აკრიფე # 901, დამცავი საფარის ქვეშ მოთავსებული ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


სერვისი #2. ბალი - ბალი/მაგთი/ბანი/მაგთი ფიქსი


ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია დარეკო ბალის, მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის აბონენტებთან.
სერვისს გააქტიურება::
მობილურზე აკრიფე # 902, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


სერვისი #3. "საყვარელი ნომერი"


მესამე სერვისის გააქტიურებით შეგიძლიათ დარეკოთ თქვენ მიერ არჩეულ "საყვარელ ნომრებზე".
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 903, ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


შემდეგ ირჩევ და ააქტიურებ "საყვარელ ნომერს":

#9031# საყვარელი რვანიშნა ნომერი (98XXXXXX, 99XXXXXX, 95XXXXXX, 91XXXXXX ან 90XXXXXX) და OK.
(თითოეული საყვარელი ნომრის შერჩევა ხდება ამ პრინციპით)

საყვარელი ნომრის შეცვლა: #9031# ძველი საყვარელი რვანიშნა ნომერი, ახალი საყვარელი რვანიშნა ნომერი და OK.

- შეგიძლია აირჩიო 5 საყვარელი ნომერი და ელაპარაკო მათ წუთში 5 თეთრად!
- საყვარელ ნომრად უნდა აირჩიოთ ბალის, მაგთის, ბანის ან მაგთი ფიქსის ნომერი.
- "საყვარელი ნომრის" შეცვლა შეგიძლია უფასოდ, მისი არჩევიდან 10 დღის შემდეგ.

გჭირდება შეხსენება, რომელია შენი "საყვარელი ნომრები"?
აკრიფე # 9031, OK.


სერვისი #4. SMS


ამ სერვისის გააქტიურებით შეგიძლია აგზავნო SMS-ები!
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 904, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


სერვისი #5. MMS


ააქტიურებ ბალი-ბარათს და ანგარიშზე გიჯდება MMS-ები.
გააქტიურება:
აკრიფე # 905, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


სერვისი #6. ინტერნეტი


ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია ისარგებლო WAP-სერვისით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით (3G).
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 906, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.


სერვისი #7 ბალი-ბალი


ამ სერვისის გააქტიურებით ბალის ნებისმიერ აბონენტთან საუბრობ 5 თეთრად.
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 907, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის საჭიროა მესამე თაობის ტელეფონიჩართული შესაბამისი სერვისით და გააქტიურებული ინტერნეტ - 06 ანგარიშით.

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ჩართვა
აკრიფე 44300231, OK.
სერვისით სარგებლობისთვის საჭირო პარამეტრებს SMS-ის სახით მიიღებ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე წუთში, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახო ტელეფონის მეხსიერებაში!
/ თუ პარამეტრების მიღება დაგვიანდა, ან წაგეშალა, მათი განმეორებით მისაღებად დარეკე ნომერზე 4430003 /

სერვისის ჩართვის შემდეგ საჭიროა ტელეფონის გამორთვა, ჩართვა და მესამე თაობის ქსელის ხელით მოძებნა*.

! გაითვალისწინე, რომ MMS და ინტერნეტ სერვისებით სარგებლობისთვის შენს მობილურში უნდა დაინსტალირდეს შესაბამისი პარამეტრები: დარეკე ნომერზე 4430003, და SMS-შეტყობინების სახით მიღებული პარამეტრები ტელეფონის მეხსიერებაში შენახვით ავტომატურად დაინსტალირდება.


ლარის ანგარიში


ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გააქტიურებისას დაგერიცხება თანხა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო საზღვარგარეთ და მომსახურების სპეცნომრებზე* დასარეკად, ჯავა-თამაშების მისაღებად, ზუმერის ჩასართავდ, ასევე შეგიძლია ისარგებლო SMS-ზე და MMS-ზე დაფუძნებული სერვისებით ** და მობილური ტელევიზიით (3G).


* სხვა ორგანიზაციის მიერ ჩვენი აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების მისაღებად გამოყოფილი ნომერი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ტარიფი.
** SMS-ზე დაფუძნებული სერვისები: SMS-ინკოგნიტო, SMS-ჰოროსკოპი, მობილური ლექსიკონი, სატელეფონო ცნობარი, ინფორმაცია ფეხბურთის სამყაროდან, გრაფიკული ნახატი და ლოგო, ქართული ლოგო და ქართული SMS-ი, მონოფონიური მელოდიები.
MMS-ზე დაფუძნებული სერვისები: პოლიფონიური მელოდიები, ფერადი ნახატები, ანიმაციები და თამაშები.


ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გასააქტიურებლად აკრიფე #999, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
ბალის აქციები!
კითხვა-პასუხი
შემიძლია, თუ არა, მაგთის, ბანის ან მაგთი ფიქსის ნომრებზე მონო ბარათი გავააქტიურო?
ბალის ნომრიდან მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნომრებზე მონოს გააქტიურება შესაძლებელია, მხოლოდ USSD მენიუს გამოყენებით. აკრიფე * 111 # ok და მიჰყევი ინსტრუქციას.
სხვა საინტერესო შეკითხვები →
ბალი თეატრი
Magti Wap Portal

ომედია სტუდია დიზაინი შექმნილია ომედიაში

Magti FUN ბანი მაგთი ფიქსი მაგთი