კითხვა-პასუხი
შემიძლია თუ არა შევცვალო ან გადავაფორმო სტუდენტური კლუბის ნომერი?
ნომერი შეიძლება შეიცვალოს სტუდენტური კლუბის პირობების შეუცვლელად. რაც შეეხება გადაფორმებას ეს შესაძლებელია, მაგრამ ნომერი ამოვარდება კლუბიდან. გამონაკლისია, როცა ნომერი გადავიდა მოსწავლეთა კლუბიდან სტუდენტურ კლუბში.
თუ ნომერი ცალმხრივად გამეთიშა, ვილაპარაკებ კლუბის ნაჩუქარი წუთებით?
იმისათვის, რომ ისარგებლო დარიცხული წუთებით ნომერი აქტიური უნდა იყოს.
გამიუქმდება, თუ არა, კლუბის ნაჩუქარი წუთები 30 დღის შემდეგ?
გამოუყენეელი წუთები არ უქმდება, იყინება. ნომრის გააქტიურებისთანავე გაგიაქტიურდება გაყინული წუთებიც.
ვარ სტუდენტური კლუბის წევრი, ნომერი ორმხრივად გამეთიშა, როცა გავააქტიურე, იმ თვეში ბონუსები არ დამერიცხა. რატომ?
როდესაც კლუბის წევრს ორმხრივად ეთიშება ტელეფონი, ამოვარდება კლუბიდან. იმისათვის, რომ აღდგეთ სტუდენტურ კლუბში, უნდა გააქტიუროთ მინიმუმ 2 ბარათი (ბარათები უნდა გააქტიურდეს გარკვეული დროის შუალედით და არა ერთი და იმავე დღეს). ამიტომ სასურველია კლუბის ნომერი არ გაგეთიშოთ ორმხრივად.
ვსარგებლობ ღამის ბალით, გუშინ ღამით ჩემს მეგობარს გავუგზავნე სმს-ები და დამაკლდა მეოთხე ანგარიშიდან.
თუ მეგობარი არ არის მაგთის ან ბალის აბონენტი ბუნებრივია, რომ სმს-ები დაიქვითა მეოთხე ანგარიშიდან.
აუცილებელია საყვარელ ნომრად, რომ ბალის ნომრები ავირჩიო?
საყვარელ ნომრად შეგიძლია აირჩიო მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნომრებიც.
ნომრით, დიდი ხანია არ მისარგებლია. როდის გამიუქმდება?
ბალის ნომერი გენახება ორმხრივი გათიშვიდან 1 წლის განმავლობაში.
გადარიცხვის დროს რა თანხა შეიძლება გადავრიცხო სხვის ანგარიშზე?
მაგთის, ბანის, მაგთი ფიქსისა და ბალის ანგარიშზე გადასარიცხი მინიმალური თანხაა 1 ლარი, მაქსიმალური 99 ლარი. ბალზე შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა 3-დან 99 ლარამდე. გადარიცხული თანხა აუცილებლად უნდა იყოს 3-ის ჯერადი.
როდის არის ბალის დაბადების დღე?
ბალის დაბადების დღე არის 2005 წლის 18 ივლისი
როგორ უნდა დამირეკონ საზღვერგარეთიდან?
უცხოეთიდან ბალის ნომერზე დასარეკად უნდა აკრიფონ: + 995 98, +995 96 და შენი მობილურის ექვსნიშნა ნომერი.
შემიძლია მაგთის ვებ-გვერდზე დავრეგისტრირდე და 20 უფასო სმს-ი გავაგზავნო?
ბალის აბონენტი www.magtifun.ge-ზე რეგისტრირდება და შესაბამისად 10 უფასო სმს-საც აგზავნის, მაგრამ მოსწავლეთა და სტუდენტური კლუბის წევრები გააგზავნიან 20 სმს-ს
როცა მირეკავენ ხანდახან პასუხობს, რომ ნომერი არ არის რეგისტრირებული.
როგორც ჩანს შემთხვევით ზარი გადაგიტანია არ არსებულ ნომერზე, ზარის გადატანის მოსახსნელად აკრიფე შემდეგი კოდი # # 002 # OK, რამდენიმე წამის შემდეგ კი **62*8985238# და OK.
შემიძლია, თუ არა, მაგთის, ბანის ან მაგთი ფიქსის ნომრებზე მონო ბარათი გავააქტიურო?
ბალის ნომრიდან მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნომრებზე მონოს გააქტიურება შესაძლებელია, მხოლოდ USSD მენიუს გამოყენებით. აკრიფე * 111 # ok და მიჰყევი ინსტრუქციას.
როგორ უნდა გავააქტიურო საყვარელი ნომრები?
ხუთივე საყვარელი ნომერი აქტიურდება ერთი პრინციპით:
(ანუ თითოეულის არჩევისას სათითაოდ უნდა აკრიფოთ)
#9031# საყვარელი 8-ნიშნა ნომერი (მაგ.99XXXXXX) და OK.
02 სერვისიდან მაგთის, ბალისა და მაგთი ფიქსის აბონენტებთან შესაძლებელია უკვე 10 თეთრად საუბარი ეს აქციაა?
ეს არ გახლავთ აქცია.


